პირადად მე ძალიან ბევრი
მტკიცებულებით
გამყარებული პრეტენზია
მაქვს სააკაშვილთან, მანაც
იცის ეს და თავის დროზე
საჯაროდაც ბევრი ითქმება,
რა და როგორ მოხდა 2021-2022
წლებში, ოღონდ ეს მოხდება
მხოლოდ მისი პოლიტიკური
პატიმრობის დასრულების
შემდეგ, – ამის შესახებ
„კოალიცია ცვლილებისთვის“
ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა
მელიამ სოციალურ ქსელში
დაწერა.ნიკა მელია
გუშინდელ აქციაზე მომხდარ
ინციდენტს გამოეხმაურა,
როდესაც აქციის
მონაწილეთა ნაწილმა
მიხეილ სააკაშვილის
ბანერის გამოტანა
გააპროტესტა.როგორც ნიკა
მელია წერს,
მნიშვნელოვანია თამაშის
წესებზე და არა პოლიტიკურ
გემოვნებაზე
შეთანხმება.„მნიშვნელოვანია,
შევთანხმდეთ არა
პოლიტიკურ გემოვნებაზე,
არამედ თამაშის წესებზე.
მძიმე იყო გუშინდელ დღეს
იმის ნახვა, როგორ ართმევენ
აქციის მონაწილეს მისი
პოლიტიკური გემოვნების
ამსახველ ბანერს იმავე
აქციის სხვა მონაწილეები.
იგივე წარმატებით მათ რომ
წაართვან მეგაფონი ერთი
ნებისმიერი
შეძახილისთვის, რომელიც
შესაძლოა, ვინმეს
პოლიტიკურ გემოვნებას არ
შეესაბამებოდეს, ხომ
იქნება მავნებლობა? მით
უმეტეს, როდესაც
წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც
თითქოს სიახლის ამბიციით
შემოდის
პოლიტიკაში.პირადად მე
ძალიან ბევრი
მტკიცებულებით
გამყარებული პრეტენზია
მაქვს სააკაშვილთან, მანაც
იცის ეს და თავის დროზე
საჯაროდაც ბევრი ითქმება,
რა და როგორ მოხდა 2021-2022
წლებში, ოღონდ ეს მოხდება
მხოლოდ მისი პოლიტიკური
პატიმრობის დასრულების
შემდეგ. ახლა ის პოლიტიკური
პატიმარია, მის
მხარდამჭერს კი აქვს
უფლება, ეს გააპროტესტოს.
ერთობაზე როდესაც
ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს,
განსხვავებულთა ერთობაშია
ჩვენი ძალა და ამ პროცესში
და პროტესტში რამეს თუ
გაფრთხილება სჭირდება,
სწორედ ესაა“, – წერს ნიკა
მელია.