"ქართული ოცნება"
ევროკავშირის ელჩის, პაველ
ჰერჩინსკის განცხადებას
ეხმაურება, რომელმაც თქვა,
რომ საქართველოს შიდა
საქმეებში არ ერევა. ეს
კომენტარი კი პაველ
ჰერჩინსკიმ
თვითმმართველობის
არჩევნებში ოპოზიციის
მონაწილეობასთან
დაკავშირებით გააკეთა.
თუმცა იქვე განაცხადა, რომ
ქვეყანაში ღრმა
პოლიტიკური კრიზისია.
უმრავლესობაში ამბობენ,
რომ დიპლომატის
განცხადება სწორედ
პოლარიზაციის
გაღრმავებისკენ არის
მიმართული, შიდა
პოლიტიკაში ჩარევაზე კი
არაერთი ფაქტი
მიუთითებს.უმრავლესობაში
იხსენებენ მიხეილ
სააკაშვილთან
დაკავშირებით ელჩების
დემარშს და განცხადებებს
კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმეებზე;
იხსენებენ, რომ იყო
განცხადებები თბილისში
გამართულ
დემონსტრაციებზე, შიდა
პოლიტიკურ პროცესებსა თუ
კანონმდებლობაზე, მათ
შორის, "გამჭვირვალობის
კანონზე".სწორედ
კანდიდატის სტატუსს და
ევროინტეგრაციის
ვალდებულებებს უკავშირებს
ოპოზიცია ელჩის ყველა ამ
განცხადებას.
ხელისუფლების ოპონენტები
აცხადებენ, რომ
ხელისუფლების კრიტიკა
შიდა საქმეში ჩარევა არ
არის.უმრავლესობა
დიპლომატის
არადიპლომატიურ
მიდგომებსა და ორმაგ
სტანდარტზე საუბრობს.
"ქართულ ოცნებაში"
აცხადებენ, რომ ელჩი,
რომელიც არჩევნებამდე
ოპოზიციის მხარდამჭერი
მოწოდებებით გამოდიოდა,
თვითმმართველობის
არჩევნებში იგივე
პარტიების
მონაწილეობასთან
დაკავშირებით დასმულ
კითხვას თავს შეგნებულად
არიდებს.უნდა შევიდნენ თუ
არა ოპოზიციური პარტიები
პარლამენტში და უნდა
მიიღონ თუ არა მუნიციპალურ
არჩევნებში მონაწილეობა? -
ჟურნალისტების ამ
კითხვებზე პაველ
ჰერჩინსკიმ დეტალური
პასუხისგან თავი შეიკავა
და თქვა, რომ მისი
კომპეტენცია ქვეყნის შიდა
პოლიტაზე კომენტარის
გაკეთება არ არის. ეს
კომენტარი კი მედიასთან
საელჩოს მიერ ორგანიზებულ
ღონისძიებაზე, ევროპის
დღეებზე გააკეთა.