თბილისის საკრებულომ 2025
წლის ბიუჯეტს მხარი
დაუჭირა. თანხა 826 მილიონ
ლარს სცდება, რაც მიმდინარე
წლის ბიუჯეტზე 62 000 ლარით
მეტია. თანხები
სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის,
ინფრასტრუქტურის
ობიექტების მშენებლობის,
ავარიული შენობების
გამაგრება-ჩანაცვლების,
ეკოლოგიური მდგომარეობის
გაუმჯობესების,
ჯანდაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფის,
განათლების, კულტურის,
სპორტისა და
ახალგაზრდობის
მიმართულებებზე
განაწილდება. 150 მილიონით
გაიზრდება 2024 წლის
ბიუჯეტიც.საკრებულოს
ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის
რეჟიმშია. "ქართულ
ოცნებასთან" ერთად,
განხილვაში მონაწილეობა
მხოლოდ ერთმა
დამოუკიდებელმა დეპუტატმა
მიიღო.