2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
პატიმარმა კახა
მაღლაკელიძემ
ისაუბრა.როგორც მან
აღნიშნა, „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმის დროს
ციხის უფროსმა შიმშილობის
გამო სამჯერ
სცემა.„თბილისის,
ორთაჭალის ე.წ კრიტში
გამოვაცხადე შიმშილობა
ჩემ საქმესთან
დაკავშირებით, არც მატრასი
მომცეს, სარდაფში
გადამიყვანეს
საშიმშილოდ.დირექტორმა
სამჯერ მცემა, რატომ
შიმშილობო“, - განაცხადა
კახა მაღლაკელიძემ.