თბილისის საკრებულოში
წლის პირველი სხდომა
მიმდინარეობს, რომელზეც
დეპუტატები ბიუჯეტზე
მსჯელობენ. ბიუჯეტი 209
მილიონით გაიზრდება და
ჯამში 2 მილიარდ 192 ათას ლარს
მიაღწევს.სხდომაზე
განიხილავენ 40-მდე საკითხს,
მათ შორის, სპორტის
აკადემიის ტერიტორიაზე
მეგა-კომპლექსზე 12
სართულის დამატების
ნებართვას. პროექტს
აპროტესტებს ოპოზიცია,
რომელიც ბოიკოტის
რეჟიმშია და სხდომებს არ
ესწრება.