ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 5 საათი წინ 2
ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს - იაგო ხვიჩია
"ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს", - ასე ეხმაურება პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ელენე ხოშტარიას პირობას, რომლის განცხადებით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.იაგო ხვიჩიას თქმით, აუცილებელია აუხსნან საზოგადოებას, რატომ მივიდა პარტნიორებს შორის ურთიერთობა იქამდე, რომ ერთმანეთს პროტესტის უკიდურესი ფორმით ელაპარაკებიან."ამდენი ხნის განმავლობაში ეს ოპოზიცია ვერ მიხვდა იმას, რომ ორი გადის არჩევნებზე და ორი არ გადის - არის ყველაზე უარესი ტაქტიკა. ნაცვლად იმისა, რომ ამაზე დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს. მე მგონია, რომ ქართველი ხალხი ღირსია იმის, რომ ვიღაც მოვიდეს და აუხსნას, რატომ მივიდა პარტნიორებს შორის ურთიერთობა ერთმანეთთან ისე, რომ ერთმანეთს შიმშილობებით ელაპარაკებიან", - აცხადებს იაგო ხვიჩია.
სრულად წაიკითხეთ სტატია