სასამართლოში მედიის
ყოფნა ისევე, როგორც
ფოტო/ვიდეო გადაღების
დაშვება, ერთ მთავარ მიზანს
ემსახურება, სასამართლოს
დისკრედიტაცია მოახდინონ
და სასამართლო პროცესზე
განხილული საკითხი
პერფორმანსით გადაფარონ, –
ამის შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
სახელმწიფო იძულებული
გახდა, რომ ისეთი
გადაწყვეტილება მიეღო,
რომელიც არა ერთ
დემოკრატიულ სახელმწიფოში
მოქმედებს.„უკვე ამის
იმდენი მაგალითი იყო, ამაში
იმდენი ემოცია დაიხარჯა და
იმდენი არასწორი
ინფორმაცია გავრცელდა, რომ
სახელმწიფო იძულებული
გახდა, რომ ისეთი
გადაწყვეტილება მიეღო,
რომელიც არაერთ
დემოკრატიულ სახელმწიფოში
მოქმედებს. მთავარია,
მტკიცებულებების
ერთობლიობა, რომელსაც
ბრალდმდებელი და ადვოკატი
უნდა დაუპირისპირდნენ. ამ
საკითხებთან მიმართებაში
ინფორმაციის გავრცელების
არანაირი პრობლემა არ
არსებობს. პრობლემა ერთია,
როდესაც კამერას ხედავენ,
პრაქტიკულად, სასამართლოს
მიმდინარეობა რაღაც
ბრძოლის ველად არის ხოლმე
გადაქცეული. ამასთან
დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილება
მართებულია. ეს იმას არ
ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ
უნდა გავრცელდეს,
კომენტარები არ უნდა
გააკეთონ ბრალდების
მხარემ და დაცვის მხარემ.
ყველაფერს გარკვეული
სტანდარტის ფორმატში
მოყვანა სჭირდება“, –
განაცხადა ვოლსკიმ.