თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია – მიხაილ როთი

News.ge 3 კვირის წინ 35
თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია – მიხაილ როთი

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისიშეფასებით, ახლა თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის.
„აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!“- წერს როთი.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.

სრულად წაიკითხეთ სტატია