„ხალხის ძალის“ წევრი
თამთა მეგრელიშვილი
სოციალურ ქსელში
აქვეყნებს ვიდეოს და
აღნიშნავს, რომ კადრებში
კარგად ჩანს, თუ როგორ
ურტყამს ხელს პოლიციელს
„ბათუმელების“ დირექტორი
მზია ამაღლობელი, რის
შემდეგაც ის დააკავეს.მისი
თქმით, პოლიციელი გმირია და
ის საკუთარი
უფლებამოსილების
შესრულებისას წარმოადგენს
სახელმწიფოს.როგორც
მეგრელიშვილი აღნიშნავს,
არავის შერჩება
სახელმწიფოსთან და
საპოლიციო ძალებთან
უკანონო თამაში.„თქვენ
ხედავთ კადრს თუ როგორ
ურტყამს ხელს პოლიციელს
“ბათუმელების” დირექტორი
მზია ამაღლობელი, რის
შემდეგაც ის დააკავეს.
პოლიციელი გმირია და ის
საკუთარი უფლებამოსილების
შესრულებისას წარმოადგენს
სახელმწიფოს! გაითავისეთ
ეს და პატივი ეცით ამ
მოცემულობას! არავის
შერჩება სახელმწიფოსთან
და საპოლიციო ძალებთან
უკანონო თამაში. კანონის
მოთხოვნებთან ყველა
თანასწორია, კაციცა და
ქალიც!“ - წერს
მეგრელიშვილი Facebook-ზე.