„ევროპელი კოლეგები ჩვენს
პოლიტიკოსებს და
ხელისუფლების
წარმომადგენლებს პირად
საუბრებში თავად
ეუბნებოდნენ სახელითა და
გვარებით იმ
პოლიტიკოსების თუ ენჯეოს
წარმომადგენლების
შესახებ, რომლებიც
ჩადიოდნენ და ითხოვდნენ არ
მიეცათ საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსი. ახლა
კი, ეს ადამიანები უკვე
ვიზალიბერალიზაციის და
ყველა იმ სიკეთის
შეჩერებას ითხოვენ, რაც
დღეს საქართველოს
ევროკავშირთან
აერთიანებს,“ - განაცხადა
მედიასთან საუბარში
პარტია „ხალხის ძალის“
წევრმა თამარ
ჩიბურდანიძემ.მისივე
თქმით, დღეს ყველაფერი
კეთდება იმისთვის, რომ
მოსახლეობა გაბრაზებული
შეხვდეს არჩევნებს და
მხარი არ დაუჭიროს „ქართულ
ოცნებას“.„საქართველოში
NDI-ის ოფისის ყოფილი
ხელმძღვანელის ლორა
თორნტონისგან გამიკვირდა
იმის აღიარება, რომ ქართული
არასამთავრობო
ორგანიზაციები თავად
ითხოვენ სანქციების
დაწესებას და
საქართველოსთვის
ვიზალიბერალიზაციის
შეწყვეტას. გამიკვირდა,
იმიტომ, რომ ის ყოველთვის
იცავდა ოპოზიციის
პოზიციებს. თუმცა, ამჯერად
მან რეალობა
აღიარა.ევროპელი კოლეგები
ჩვენს პოლიტიკოსებს და
ხელისუფლების
წარმომადგენლებს პირად
საუბრებში თავად
ეუბნებოდნენ სახელითა და
გვარებით იმ
პოლიტიკოსების თუ ენჯეოს
წარმომადგენლების
შესახებ, რომლებიც
ჩადიოდნენ და ითხოვდნენ არ
მიეცათ საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსი. ახლა
კი, ეს ადამიანები უკვე
ვიზალიბერალიზაციის და
ყველა იმ სიკეთის
შეჩერებას ითხოვენ, რაც
დღეს საქართველოს
ევროკავშირთან
აერთიანებს. ისინი მალე,
სავარაუდოდ, ეკონომიკური
კავშირების შეწყვეტასაც
მოითხოვენ.ეს ყველაფერი
კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ
გააღიზიანონ ქართველი
ხალხი და 26 ოქტომბერს
არჩევანი ხელისუფლების
საწინააღმდეგოდ
გააკეთებინონ. მათ სურთ
იმის წარმოჩენა, რომ
რადიკალური ოპოზიცია არის
ერთადერთი ფლაგმანი
ქართულ პოლიტიკაში,
რომელსაც შეუძლია ქვეყანა
ევროკავშირის გზაზე
გაიყვანოს. ეს ყველაფერი
ტყუილია და ამის არ სჯერა
ქართველ ხალხს,“ -
განაცხადა თამარ
ჩიბურდანიძემ.