თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას მხარი დაუჭირა

Primetime.ge 2 თვის წინ 65
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პრაოექტი გააცნო და იმ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება. მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი კი 97,4 მლრდ. ლარით არის განსაზღვრული. „2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი პირვანდელი ვარიანტია და ნოემბრის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციას გამართავს როგორც პარლამენტთან ასევე დარგობრივ სამინისტროებთან, რათა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტს სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების დაფინანსების ოდენობებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს 1,6 მლრდ. ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 1,35 მლრდ. ლარი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 226 მლნ. ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს - 108 მლნ. ლარი, საქართველოს დაზვერვის სამსახურს - 24 მლნ. ლარი და იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - 295 მლნ. ლარი გამოეყოფათ. მისივე თქმით, 2025 წელს პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-ით ზრდა იგეგმება, თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 410 მლნ. ლარი დაიხარჯება.კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი დადებითად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს მის მიღებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია