გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის დედაქალაქი
გაეროს სამშვიდობო
მისიების მინისტერიალს
მასპინძლობს.
მინისტერიალი გერმანიის
საგარეო საქმეთა
მინისტრმა იოჰან
ვადეპულმა, თავდაცვის
მინისტრმა ბორის
პისტორიუსმა და გაეროს
გენერალურმა მდივანმა
ანტონიო გუტერეშმა
გახსნეს.უმაღლესი დონის
პოლიტიკურ ფორუმში
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის
მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
გერმანელი კოლეგის ბორის
პისტორიუსის ოფიციალური
მიწვევით მონაწილეობს.
ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით
გამოვიდა პანელურ
დისკუსიაზე - სამშვიდობო
მისიების რეფორმა: უფრო
ეფექტიანი და უსაფრთხო
სამშვიდობო ოპერაციები.
მინისტრმა ყურადღება
გაამახვილა გაეროს
სამშვიდობო მისიების
მნიშვნელობაზე, ახალ
ინიციატივებზე,
გამოწვევებსა და მათი
გადაჭრის გზებზე. როგორც
მან აღნიშნა, საქართველო,
როგორც საერთაშორისო
ურთიერთობების
პასუხისმგებლიანი აქტორი
წლების განმავლობაში
აქტიურად მონაწილეობდა
არა მხოლოდ გაეროს, არამედ
ნატოსა და ევროკავშირის
მისიებში.მინისტერიალი
მიზნად ისახავს გაეროს
სამშვიდობო ოპერაციებში
მონაწილე ქვეყნების
მზადყოფნას გაეროს
არსებულ თუ სამომავლო
სამშვიდობო მისიებში
ჩართვასა და
კონტრიბუციასთან
დაკავშირებით. ბერლინის
მინისტერიალში 112
სახელმწიფოს თავდაცვისა
და საგარეო საქმეთა
მინისტრები, ასევე გაეროს,
ევროკავშირის, ნატოს,
ეუთოსა და წითელი ჯვრის
მაღალი დონის პოლიტიკური
პირები მონაწილეობენ.
გაეროს სამშვიდობო
მინისტერიალი პირველად 2016
წელს ჩატარდა და მას შემდეგ
ყოველ ორ წელიწადში ერთხელ
იმართება.