სალომე ზურაბიშვილი ისეთ
აგონიაშია, შეიძლება,
გამოვიდეს და თქვას,
მოგიწოდებთ პოლიციელებო,
ჯარისკაცებო, საჯარო
მოხელეებო, დაიცვათ
ერთადერთი ლეგიტიმური
ინსტიტუტი, ახლა ამზადებენ
ამისთვის ნიადაგს, – ამის
შესახებ "ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
მამუკა მდინარაძემ
განაცხადა.მდინარაძის
თქმით, გამორიცხული
არაფერია."შეიძლება, ეს
სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ
აგონიაშია და ისეა გასული
ყველაფრიდან. შეიძლება
ესეც კი გააკეთოს ისეთ
მძიმე ემოციურ
მდგომარეობაშია, მაგრამ მე
ვერ წარმომიდგენია, სალომე
ზურაბიშვილი თავის სკამს
ჩაფრენილი და ვიღაცა
თითებს რომ აშვებინებს –
გაუშვი, სალომე ხელი ამას,
არ ვარგაო. რა ვიცი“, –
განაცხადა მდინარაძემ.