10 დეკემბერი, მსოფლიოში ეს
დღე ითვლება ადამიანის
უფლებების აღნიშვნის დღედ
და დღეს ეს დღე
საქართველოში არათუ
ადამიანის უფლებების
აღნიშვნის, არამედ
ადამიანის უფლებების
ფეხქვეშ გათელვის დღე არის,
ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე
და ასე დარჩება
საქართველოს ისტორიაში, –
ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა
განაცხადა.ზურაბიშვილის
თქმით, დღეს ადამიანის
ყველა უფლება ფეხქვეშ
ითელება.„ყველანი, ვინც
იმაში მონაწილეობდნენ ან
კიდევ მიიღებენ
მონაწილეობას ამ დღეებში,
ისინიც შევლენ უთოდ
საქართველოს ისტორიაში,
რადგან ქართველი ხალხი,
ქართველი ერი ამას
არასდროს არ ივიწყებს.
იცოდნენ, რომ ყველა
გამოირკვევა, ვინ სად უნდა
იყვნენ, რაც არ უნდა
ნიღბები ატარონ და ყველას
დავიმახსოვრებთ. დღეს
არათუ ირღვევა, მართლა
ფეხქვეშ ითელება ყველა
უფლებები, მშვიდობიანი
აქციის ჩატარება,
ცრემლსადენი გაზის
გამოყენება მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ,
ქიმიური ნივთიერების
გამოყენება, სპეციალური
დანიშნულების რაზმების,
რომლებიც არ ატარებენ
არანაირ
მაიდენტიფიცირებელ
ნიშნებს, გამოუძიებელი
საქმეები და სისტემური
დაუსჯელობა იმ
ადამიანების, რომლებიც
ახორციელებენ ამ
რეპრესიებს,
სამართალდამცველების
მხრიდან ძალადობას აქვს
ადგილი როგორც დაკავების
დროს და რაც უფრო
ნიშანდობლივია კიდევ,
დაკავების შემდეგ
პერიოდში, რაც არის ყველგან
დაგმობილი და სახალხო
დამცველმა თვითონ
გამოიყენა სიტყვა წამება
და ესეც შევა ისტორიაში.
ასევე ირღვევა ყველანაირი
უფლებები, როცა სამოქალაქო
სექტორის ხმის ამოღების
შემდეგ, რაც ჩვენს
ქვეყანაში ახალია და
ნამდვილად იმის ნიშანია,
რომ სამოქალაქო
საზოგადოება იზრდება,
ბევრად უფრო შეგნებულია
დღეს, ვიდრე იყო ოდესღაც,
ახლო წარსულში. ამან
გამოიწვია დაშინება,
მუქარა და ყველაზე ცნობილი
იქნა, ესეც უნდა ითქვას,
თბილისის მერის
განცხადება და არამხოლოდ.
ის არ იქნება ერთადერთი,
ვინც ასე ემუქრება იმ
მოქალაქეებს, რომლებმაც
გაბედეს და პროტესტს
მოაწერეს ხელი. ეს ხომ არის
ყველაზე ნათელი ნიშანი, რომ
გამოთქმის თავისუფლებაც
იწურება. ასე რომ, ეს
ყველაფერი, რომელიც თქვენც
კარგად იცით და მე აქ
ყველაფერს არ აღვწერ, ეს
არის იმის ნიშანი, რომ
ქვეყანაში დაიწყო
რეალურად არამხოლოდ
ადამიანის უფლებების
შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ
გადავედით რეჟიმში,
რომელიც აწარმოებს
ნამდვილ ტერორს თავის
მოქალაქეებზე,
ახალგაზრდებზე,
საზოგადოების სხვადასხვა
სეგმენტებზე და რომელიც არ
ერიდება იმას, რომ წამებაც
გამოიყენოს. ეს არის სხვა
სიტყვებით და მოკლედ
აღწერილი, უკვე რუსული
რეჟიმი“, – განაცხადა
ზურაბიშვილმა.სალომე
ზურაბიშვილის
განცხადებით, „ქართული
ოცნება“ ახლა კანონებსაც
ამზადებს, რომელსაც
საკუთარ თავზე ირგებს.მათი
ქმედებებით ირღვევა
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს კონსტიტუციის
მეცხრე მუხლი – ადამიანის
უფლების ღირსების
ხელშეუვალობა, მე-17 მუხლი –
აზრის და მისი გამოხატვის
თავისუფლება, 21-ე მუხლი –
შეკრების თავისუფლება,
ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის
მე-19 მუხლი – გამოხატვის
თავისუფლება, მე-20 მუხლი –
მშვიდობიანი შეკრებისა და
გაერთიანების უფლება,
ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენცია,
მესამე მუხლი – წამების,
არაადამიანური მოპყრობის
აკრძალვა, მე-10 მუხლი –
გამოხატვის თავისუფლება,
მე-11 მუხლი შეკრების და
გაერთიანების
თავისუფლება. ამით არ
კმაყოფილდება ეს რეჟიმი და
ახალ კანონებს ამზადებენ.
ერთი მხრივ, იმ კანონს,
რომელიც ინიცირებულია
ახლა, ნიღბების ტარების
აკრძალვა, აკრძალვა მხოლოდ
ერთი მხარისთვის,
მშვიდობიანი
მოქალაქეებისთვის,
რომელთაც არ ექნებათ
უფლება, რომ თავიანთი
ჯანმრთელობაც კი და
უსაფრთხოება დაიცვან.
სამაგიეროდ არაფერი არ
არის ნათქვამი იმაზე, რომ
თავიანთ ტიტუშკებს აღარ
ჰქონდეთ უფლება, ატარონ ეს
ნიღბები ან ვალდებულება,
როგორც არის მიღებული
მსოფლიო სტანდარტებში,
ვალდებულება, რომ ატარონ ეს
საიდენტიფიკაციო ნიშნები.
ეს ყველაფერი არ არის
გათვალისწინებული ამ ახალ
ინიციატივაში. ასევე
მზადდება ახალი
ინიციატივა, რომ საჯარო
სექტორში, სამსახურებში,
რეორგანიზაციის
გამარტივებით შეძლონ
ადამიანების დატერორება,
მათი გაშვება
სამსახურებიდან. ამ
ყველაფერს თავიანთვის
ირგებენ და ამარტივებენ“, –
განაცხადა ზურაბიშვილმა.