"ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ
ქადაგიძე რომან გოცირიძის
მიერ გავრცელებულ მორიგ
დეზინფორმაციას ეხმიანება
და სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს, რომელსაც
უცვლელად
გთავაზობთ:„რომან
გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“
ტყუილებში აიჭრა:• ჯერ
ამბობდა სებს საცავი არ
უვარგაო - ახლა აღმოჩნდა
რომ ყველაზე დაცული საცავი
აქვს...• სებმა რეზერვები
გაყიდა - არ უნდა
გაეყიდაო...• სებმა
რეზერვები იყიდა - რატომ
იყიდაო...• ლარის კურსი
მყარდება - არ უნდა
გამყარდეს ეს სების
მანიპულაციააო...• ლარი
უფასურდება - არ უნდა
გაუფასურდეს ეს სების
ბრალიაო...• სებმა
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი შეამცირა - არ
უნდა შეემცირებინაო...•
სებმა მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი
უცვლელად დატოვა - უნდა
გაეზარდაო...კიდევ კარგი,
საბედნიეროდ, სები და
სრულიად ერი რომანას
ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ
დავიღუპებოდით? ისევ,
საკუთარი თავი გამოიძახო
ჯობია შაბათ-კვირას
სამსახურში და
ზე-განაკვეთურები
გამოიწერო, დღემდე
ლეგენდები რომ დადის
ეროვნულ ბანკშიP.S. კიდევ ის
მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის
უკვე დაბეჭდილი კუპიურა
როგორ გადაგახია თავზე
სააკაშვილმა. მოკლედ, 200-იან
ბანკნოტზე ნიკოლაძე
დააბეჭდვინა გოცირიძემ.
(ნიკოლაძის შთამომავლობით
ზურაბიშვილი ყელყელაობდა
მაშინ) ჰო და - იმ პერიოდს
დაემთხვა, სალომე
ზურაბიშვილი რომ გადადგა
მინისტრობიდან და ამაზე
გამწარებულმა სააკაშვილმა
გული რომან გოცირიძეზე
იყარა - დაიბარა თავისთან
და ახალი დაბეჭდილი 200
ლარიანი კუპიურა სულ
"პიქსელპიქსელ"
გადააყლაპა“, - წერს ზურაბ
ქადაგიძე.