ზურაბ გურული: მათ, ვისაც ეს პირდაპირ ეხება, ახლა ფანტომურად ეჩვენებათ პასუხისმგებლობა დე-ფაქტო ეროვნულ გენოციდზე, მაგრამ მერწმუნეთ, ერთ დღეს აუცილებლად მატერიალიზდება ეს საზარელი შედეგები საქართველოს მომავალ თაობებზე

News.ge 4 საათი წინ 7
ზურაბ გურული: მათ, ვისაც ეს პირდაპირ ეხება, ახლა ფანტომურად ეჩვენებათ პასუხისმგებლობა დე-ფაქტო ეროვნულ გენოციდზე, მაგრამ მერწმუნეთ, ერთ დღეს აუცილებლად მატერიალიზდება ეს საზარელი შედეგები საქართველოს მომავალ თაობებზე
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
შვეიცარიელმა მკვლევარებმა საოცარი დასკვნა გამოაქვეყნეს 28 ივლისს; აღმოჩნდა, რომ ვირტუალურ რეალობაში, წარმოსახვითი დაავადებული ადამიანის დანახვაც კი დამკვირვებლის ტვინში იწვევდა იმ უბნების აღგზნებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმუნური სისტემის გააქტიურებაზე.
კერძოდ, 248 დამკვირვებელს, კომპიუტერულ თამი აჩვენებდნენ სხვადასხვა, ადამიანის იმიჯის მქონე “ავატარებს”, რომელთა შორის ზოგიერთი დაავადებულ ადამიანს ასახავდა (ახველებდა, აცემინებდა, ჰქონდა გამონაყარი, უბრალოდ შიშსა და ტანჯვას გამოხატავდა). ასეთი ავატარების მოახლოებისას დამკვირვებლის ტვინი იწვევდა ორგანიზმის იმუნური სისტემის ისეთ გააქტიურებას, თითქოს პათოგენი რეალურად შეიჭრა ორგანიზმში; კერძოდ, სისხლის ლაბორატორიული ანალიზი აჩვენებდა იმ სპეციფიკური ლიმფური უჯრედების გააქტიურებას, რომლებიც იმუნური სისტემის პირველად მოპასუხეებად მიიჩნევიან.
უდავოდ რევოლუციური აღმოჩენაა.
ამ ინფორმაციის წაკითხვისას გამახსენდა ერთი ძველი კვლევა.
მაასტრიხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის წლებში, ჰოლანდიელ ახალშობილებში 75% ით გაიზარდა ფსიქიკური დაავადებების, კერძოდ შიზოფრენიის წილი. მუდმივმა სტრესმა, სასოწარკვეთამ და სიბრაზემ გამოიწვია ეს.
ძალადობის ცქერა ერთნაირად ხრწნის და ანადგურებს მოძალადესაც და მაყურებელსაც.
განსაკუთრებით გამანადგურებელი გახანგრძლივებული ფსიქოლოგიური ძალადობაა. უსამართლობის, დამცირების, ბოღმისა და ბრაზის გამუდმებული ატანა და დათრგუნვა ფიზიკურად ამახინჯებს ადამიანს; ამახინჯებს გენეტიკის დონეზე.
არავის ეგონოს, რომ ის აუტანელი სიძულვილი, დამცირება და სასოწარკვეთა, რასაც დღეს საქართველოს მოსახლეობის არსებითი ნაწილი განიცდის, ჰაერში გაიფანტება და ჩვენს სისხლში და გენებში არ ჩაილექება. სინამდვილეში, სწორედ ეს პროცესი იწვევს “საჯიშე” თაობის განადგურებას და არა დასავლური პროპაგანდის “მავნე” ზეგავლენა.
მათ, ვისაც ეს პირდაპირ ეხება, ახლა ფანტომურად ეჩვენებათ პასუხისმგებლობა დე-ფაქტო ეროვნულ გენოციდზე, მაგრამ მერწმუნეთ, ერთ დღეს აუცილებლად მატერიალიზდება ეს საზარელი შედეგები საქართველოს მომავალ თაობებზე.
… და განსაკუთრებული ადგილი “ჯოჯოხეთში” იმათთვის იქნება დაჯავშნული, ვისაც ინტელექტუალურად შეუძლია ზემოთქმულის გააზრება და საკუთარი კონფორმიზმით ხელს უწყობს ამ პროცესს.
სრულად წაიკითხეთ სტატია