
“ანწუხელიძის სრული ანტიპოდები რომ არიან, იმიტომ დაისახეს ქართველი გმირები მტრებად.
ამიტომ აგინებენ და ათრევენ ჩვენ გმირებს. ყველა ქოცი შინაგანად გრძნობს, რომ მტრად დასახული გმირების მეასედსაც ვერასოდეს გააკეთებს მთელი მათი პარტია ერთად აღებული.
ეგ აგიჟებს მაგათ…
და მაგ სიგიჟეს გადაყვებიან…
ანწუხელიძე იმქვეყნიდან უგებს ომს რუსეთს!” – წერს სოციალურ ქსელში აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი.
“მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.