უკრაინა ადგილობრივი
წარმოების რაკეტის
„რუტას“ ცდებს ატარებს, -
განაცხადა ქვეყნის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ.მისი თქმით,
ცდები წარმატებით
მიმდინარეობს. როგორც
ზელენსკიმ აღნიშნა, დღემდე
შესიტყვება „უკრაინული
რაკეტა და დრონი“
ფანტასტიკის სფეროდან იყო,
თუმცა დღეს ეს
რეალობაა.„რაკეტა
„პალიანიცა“ სერიულ
წარმოებაში ჩავუშვით.
პირველი საბრძოლო ცდები
წარმატებით გაიარა
რაკეტა-დრონმა „პეკლო“. ამ
დღეებში ჩვენ მებრძოლებს
პირველი პარტია გადავეცით.
ახალი რაკეტა "რუტას" ცდები
წარმატებით მიმდინარეობს.
შორი მანძილზე მოქმედი
„ნეპტუნი“ სულ მალე
ოკუპანტებისთვის საშინელ
რეალობად იქცევა“, -
აღნიშნა ზელენსკიმ.