გუშინწინ #HudsonInstitute -ში
საქართველოს "დაუძინებელი
მეგობრების" გამოსვლები
წაიკითხეთ? მძიმე
წასაკითხია, მაგრამ
გირჩევთ წაიკითხოთ და
კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ
როგორ შეიძლება რეალობაში
გარდაისახოს ცნობილი
იგავი მგელსა და კრავზე, -
წერს ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე სოციალურ
ქსელში.მისი განცხადებით,
ღონისძიებაზე
დამსწრეებმა, მათ შორის,
ყოფილმა პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა და
"მაკკეინის ინსტიტუტის"
გლობალური დემოკრატიის
პროგრამების დირექტორმა,
ლორა თორნტონმა
საქართველოს და მის
მოსახლეობას დააბრალეს
ყველაფერი, რისი
დაბრალებაც შეიძლებოდა,
თუმცა, მათი ბრალეულობის
დამადასტურებელი არც ერთი
კონკრეტული ფაქტი მათ არ
წარმოუდგენიათ."გუშინწინ
#HudsonInstitute -ში საქართველოს
"დაუძინებელი მეგობრების"
გამოსვლები წაიკითხეთ?
მძიმე წასაკითხია, მაგრამ
გირჩევთ წაიკითხოთ და
კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ
როგორ შეიძლება რეალობაში
გარდაისახოს ცნობილი
იგავი მგელსა და კრავზე.
საქართველოს და მის
ხელისუფლებას დააბრალეს
ყველაფერი რის დაბრალებაც
მოაფიქრდა ყველა დამსწრეს
სალომედან დაწყებული ლორა
თორტონით დამთავრებული.
თურმე ქ/ოცნებას არჩევნები
ირანმა და აზერბაიჯანმა
მოაგებინეს და 1,2 მლნ
ქართველი ამომრჩეველი
არაფერ შუაშია. რა თქმა
უნდა, არცერთი კონკრეტული
ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ.
მთავარი ხომ აღქმებია და
არა ფაქტები! სხვათა შორის,
კოლექტიურმა დასავლეთმა
სწორედ აღქმების
საფუძველზე გაყო თავი ბევრ
ცუდ საქმეში, და მგონი
საქართველოშიც იგივე
ეჯღანებათ," - წერს ზაალ
ანჯაფარიძე.