ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე,
ეუთო/ოდირის და სხვა
ევროპული სტრუქტურების
სადამკვირვებლო მისიების
ერთობლივ ბრიფინგს
აფასებს და აღნიშნავს, რომ
მისიების
წარმომადგენლებმა ხაზი
გაუსვეს ახალი
ტექნოლოგიების მიერ
მანიპულაციების რისკის
შემცირებას, ასევე, მათ
აქცენტირებულად გაიმეორეს
"ახალი
მთავრობა".ანჯაფარიძე
ყურადღებას ამახვილებს იმ
გარემოებაზე, რომ მისიებს
გააჩნიათ შეფასების
საკუთარი მეთოდოლოგია, რაც
ნიშნავს იმას, რომ ისინი
ითვალისწინებენ
ადგილობრივი
დამკვირვებლების
მონაცემებს, მაგრამ
ძირითადად თავიანთ
დამკვირვებლებს
დაეყრდნობიან.ეუთო/ოდირის
ასევე სხვა ევროპული
სტრუქტურების
სადამკვირვებლო მისიების
ერთობლივ ბრიფინგზე
ითქვა:1. ახალმა
ტექნოლოგიებმა შეამცირა
მანიპულაციების რისკი
(კარგად დაუკვირდით რას
ნიშნავს ეს!)2. რამდენჯერმე
აქცენტირებულად გაიმეორეს
"ახალი მთავრობა" -ეს რასაც
ნიშნავს იმედია ხვდებით3.
განაცხადეს, რომ მათი
მისიები არ აფასებენ
არჩევნებს "შავ-თეთრის"
პრინციპით, არამედ
უდგებიან კომპლექსურად.
განაცხადეს, რომ არიან
შემფასებლები და არა
ვერდიქტის გამომტანები4.
გაცხადდა რომ საქართველოს
აქვს საკუთარი (!)
კანონმდებლობა რომელიც
შესაბამისობაშია
საერთაშორისო ნორმებთან5.
საგანგებოდ დადებითად
აღინიშნა ცესკოს მიერ
არჩევნების სანიმუშო
ადმინისტრირება6. აღინიშნა,
რომ ძალიან ცოტა(!!)
დადასტურებული შემთხვევაა
ხმის რამდენჯერმე მიცემის7.
არჩევნები იყო
კონკურენტული და
ამომრჩევლებს ჰქონდათ
არჩევანის ფართო
საშუალება8. აღინიშნა
ხელისუფლებასთან
პოზიტიური თანამშრომლობა
დაკვირვების პროცესში, ანუ
მათთვის ხელი არაფერში
შეუშლიათ9. და ბოლოს,
საგანგებოდ აღინიშნა, რომ
მისიებს გააჩნიათ
შეფასების საკუთარი
მეთოდოლოგია (!!) რაც ნიშნავს
იმას რომ ისინი
ითვალისწინებენ
ადგილობრივი
დამკვირვებლების
მონაცემებს, მაგრამ
ძირითადად თავიანთი 500
დამკვირვებლის მონაცემებს
დაეყრდნობიანშესაბამისად,
ვემზადოთ ახალი
პოლიტიკური ციკლისთვის
ჩვენი ქვეყნის
ცხოვრებაში” - წერს ზაალ
ანჯაფარიძე.