საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი,
ვარლამ ლიპარტელიანი,
ფეხბურთელ ხვიჩა
კვარაცხელიას წინააღმდეგ
წარმოებულ ბულინგის
კამპანიას გამოეხმაურა და
აღნიშნა, რომ ყველა კარგად
ხედავს იმ ზიზღს და
შეურაცხყოფას, რაც მათი
მხრიდან მოდის."ყველა
კარგად ვხედავთ, რამხელა
ზიზღი, რამხელა
შეურაცხყოფა და ბულინგი
მოდის მათი მხრიდან. ეს,
პირველ რიგში, მათ აყენებს
ზიანს და მათთვის არის
დამაზიანებელი, იქიდან
გამომდინარე, რომ მე
ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს
ძალადობრივ მოქმედებაში
გადაუვიდათ და ამას ყველა
ხვდება და ყველა
აცნობიერებს უკვე. ეს
მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს
აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს
დააკლებენ და
დარწმუნებული ვარ, სულ მალე
იგი ჩვეულ ფორმას
დაუბრუნდება." - განაცხადა
ვარლამ ლიპარტელიანმა.