„ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით“ - სალომე ზურაბიშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 3
„ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით“ - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლიდან ცოტა ხნის წინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა. როგორც განმარტა, გუშინ, აქციაზე გამოსვლისას მიკროფონთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გამო, სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა. ზურაბიშვილი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს, რაც შეეხება საპრეზიდენტო სასახლის დატოვებას და 29 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, მისი თქმით, არ იცის 29-ის მერე სად იქნება, თუმცა კვლავ დარჩება პრეზიდენტად თავისი სიმბოლიკით და დატვირთვით.„29-ზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაცა მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ... მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის ხალხისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით. ასე რომ ყველაფერი ძალიან ნათელია, ყველაფერი ძალიან მარტივია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია