მოლოდინი გვაქვს, რომ
მიხეილ ყაველაშვილი
იქნება ღირსეული
პრეზიდენტი და დაიცავს
ჩვენი ქვეყნისა და ხალხის
ინტერესებს, - განაცხადა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, უმრავლესობის
წევრმა ვლადიმერ
ბოჟაძემ.„ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
ბატონმა მიხეილ
ყაველაშვილმა დააბრუნოს
პრეზიდენტის ინსტიტუტი
კონსტიტუციურ ფარგლებში
და გამოუსწოროს ის იმიჯი,
რომელიც სალომე
ზურაბიშვილმა შეულახა,
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
ქვეყნის გარეთ. რა თქმა
უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ
ყაველაშვილი იქნება
ღირსეული პრეზიდენტი და
დაიცავს ჩვენი ქვეყნისა და
ხალხის ინტერესებს“, -
აღნიშნავს ბოჟაძე.მიხეილ
ყაველაშვილი საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტია.
პრეზიდენტის ინაუგურაცია
პარლამენტში გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი
დადო პრეზიდენტის
ინაუგურაციისთვის
სპეციალურად დაბეჭდილ
საინაუგურაციო
კონსტიტუციაზე, რომელიც
პარლამენტის მუზეუმში
შეინახება.