პირველად საქართველოს
ჰყავს სანქცირებული,
ქვეყანას დე ფაქტო რეჟიმი
მართავს, – ამის შესახებ
კოალიცია „ძლიერი
საქართველოს“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, სალომე
სამადაშვილმა
განაცხადა.სამადაშვილის
თქმით, ქვეყნის გადარჩენის
ერთადერთი შანსი ახალი
არჩევნებია.„ეს არის
ძალიან ნათელი გზავნილი
საქართველოს ყველა
მოქალაქისთვის, რომ ვიდრე
ეს დე ფაქტო რეჟიმი
მიტაცებული ძალაუფლებით
მართავს ქვეყანას, ჩვენ წინ
გველოდება ევროპული
მომავლის გაუქმება,
გველოდება სიღარიბე,
სიბნელე, უპერსპექტივობა.
ამიტომ ერთადერთი გზა, რომ
ქვეყანას შანსი მიეცეს,
თეორიული მაინც და
გადარჩეს ჩეჩნეთიზაციას,
ეს ახალი არჩევნებია და
ახალი არჩევნებით რუსული
რეჟიმის დასრულება ამ
ქვეყანაში“,- განაცხადა
სალომე სამადაშვილმა.