„ფარას“ კანონი აშშ-ში
მუშაობს არა იმიტომ, რომ
ვინმე დათრგუნოს, არამედ
იმიტომ, რომ საზოგადოებამ
იცოდეს, ვინ რით და რა
თანხითაა დაფინანსებული,
ასევე, ვისი შეკვეთით და რა
მიზანს ემსახურება, – ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.მისი თქმით,
ამერიკის შეერთებულ
შტატებს ისევე, როგორც
ნებისმიერ დემოკრატიულ,
განვითარებულ სახელმწიფოს
აქვს ხელში ბერკეტები, რომ
აღარ დაუშვას მისი
საზოგადოების წინააღმდეგ
მიმართული ნებისმიერი
ქმედება.„როდესაც
დაინახავენ, რომ ეს მიზანი
უპირისპირდება ქვეყნის,
ხალხისა და საზოგადოების
ინტერესებს,
რასაკვირველია, ასეთი
პროექტებიც არ შემოვა და არ
განხორციელდება. ამერიკის
შეერთებულ შტატებს ისევე,
როგორც ნებისმიერ
დემოკრატიულ,
განვითარებულ სახელმწიფოს
აქვს ხელში ბერკეტები, რომ
აღარ დაუშვას მისი
საზოგადოების წინააღმდეგ
მიმართული ნებისმიერი
ქმედება. უპირველეს
ყოვლისა, გამჭვირვალობა
უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ვერც ერთი არასამთავრობო
ორგანიზაცია ვერ გაბედავს,
„შავი ფული“ მიიღოს და ამ
ფულით დააფინანსოს,
მაგალითად „კანვასის“
მეცადინეობები, თუ როგორ
უნდა დაამზადო და ესროლო
პოლიციას მოლოტოვის
კოქტეილი. ხალხმა უნდა
იცოდეს, ვინ რით
ფინანსდება, რომელი
პროექტი რით ფინანსდება. ამ
პროექტების შინაარსი
კიდევ მეორე საკითხია. ჩვენ
ვხედავთ, რომ ამერიკის
შეერთებულმა შტატებმა
საკმაოდ წარმატებით
გაართვა ურთულეს პერიოდს
თავი, რომელიც 30-იან წლებში
იყო. დღეს სახეცვლილი,
ფორმირებული, ქვეყანაზე
ორიენტირებულია. ეს კანონი
საკმაოდ კარგად მუშაობს.
პატარა ქვეყანას, მცირე
რესურსების მქონე
ქვეყანას სჭირდება, ისეთი
მექანიზმი ჰქონდეს,
რომელიც იქნება სრულიად
საზოგადოების ხელში და
საზოგადოება შეაფასებს,
ვინ რა თანხას იღებს, რა
სიკეთეს აკეთებს
ქვეყნისთვის და რომელ
ადამიანს, ან ადამიანთა
ჯგუფს აქვს გეგმად ამ
ქვეყნის დამარცხება“,-
განაცხადა ვოლსკიმ.