ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს თავისუფლად - პაველ ჰერჩინსკი

Primetime.ge 2 კვირის წინ 20
ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს თავისუფლად - პაველ ჰერჩინსკი
ჩვენ დავგმეთ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარე ძალადობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით დაუშვებელია, როცა მიმართულია მედიის წარმომადგენლების მისამართით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის თქმით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.„ეს არის პრინციპები, რაზეც ევროკავშირი დგას. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავგმეთ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარე ძალადობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით დაუშვებელია, როცა მიმართულია მედიის წარმომადგენლების მისამართით, ნებისმიერი მედიის წარმომადგენლის. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი საქმე აკეთონ თავისუფლად. პირადად მე შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა ადამიანი იქნა ნაცემი, სასტიკად ნაცემი საქართველოს დროშის ფრიალის გამო. ეს ნამდვილად გულგასატეხია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება ძალადობის ეს უპრეცედენტო დონე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „როგორ შეაფასებთ „ტვ იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების სია, რას ფიქრობთ, ეს ფაშიზმის მანიფესტაციაა, თუ შესაბამისობაშია დემოკრატიასთან“, რაზეც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობენ.„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ნებისმიერისკენ მიმართულს. ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჟურნალისტებზე. ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს თავისუფლად და აკეთოს მისი საქმე ძალადობის და დაშინების გარეშე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია