ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია - პაველ ჰერჩინსკის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ ბულინგის კამპანიასა და თავდასხმის შემთხვევებზე

Primetime.ge 2 კვირის წინ 3
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია - პაველ ჰერჩინსკის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ ბულინგის კამპანიასა და თავდასხმის შემთხვევებზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერ ძალადობას გმობს.როგორც ელჩმა მედიასთან განაცხადა, ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ ბულინგის კამპანიასა და თავდასხმის შემთხვევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ გმობს ნებისმიერ ძალადობს, განსაკუთრებით როცა საქმე ჟურნალისტებს ეხება.„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა სამართალდამცველებს აქვთ დამატებითი პასუხისმგებლობა, რადგან პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მუშაობენ უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ქვეშ. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას. ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით კი ჟურნალისტების მიმართ. თითოეულ მათგანს უნდა შეეძლოს საკუთარი პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულება ყოველგვარი ძალადობისა და დაშინების გარეშე“, - აღნიშნა ელჩმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია