ვახტანგ ჩოჩია: აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, მძიმე ტვირთი დაუტოვა მომდევნო ადმინისტრაციას. ისინი საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ „ენჯეოებს“ რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში

Primetime.ge 3 საათი წინ 3
ვახტანგ ჩოჩია: აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, მძიმე ტვირთი დაუტოვა მომდევნო ადმინისტრაციას. ისინი საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ „ენჯეოებს“ რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში
ძალიან სასიხარულოა, რომ ტრამპმა დააანონსა ამ ფინანსების გამჭვირვალობა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ 3 თვით შეჩერდეს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა.„აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, რომელსაც ბაიდენი ხელმძღვანელობდა, მძიმე ტვირთი დაუტოვა მომდევნო ადმინისტრაციას. ისინი საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.ძალიან სასიხარულოა, რომ ტრამპმა დააანონსა ამ ფინანსების გამჭვირვალობა, მან თქვა, რომ აუცილებლად გადახედილი უნდა იყოს, თუ რაში იხარჯება აშშ-ის გადასახადების გადამხდელების ფული“, - აღნიშნა ჩოჩიამ.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ის 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას.
სრულად წაიკითხეთ სტატია