რონდელის ფონდის ოფისში
ეუთო-ს გენერალური მდივანი
ფერიდუნ სინირლიოღლუ
ოპოზიციის
წარმომადგენლებს
ხვდება.ფერიდუნ
სინირლიოღლუს უკვე შეხვდა
„გახარია
საქართველოსთვის“
თავმჯდომარე გიორგი
გახარია. ამ წუთებში კი
ეუთო-ს გენერალურ მდივანს
ხვდებიან „ლელოს“ წევრი,
სალომე სამადაშვილი და
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ბადრი ჯაფარიძე. ასევე
დაგეგმილია შეხვედრა
„ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარე თინა
ბოკუჩავასთან და
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ წევრ გიგი
წერეთელთან.შეხვედრაში არ
მონაწილეობენ „კოალიცია
ცვლილებისთვის“
წარმომადგენლები. მათ დღეს
განცხადება გაავრცელეს,
სადაც აღნიშნულია, რომ უარი
თქვეს ეუთო-ს გენერალურ
მდივანთან შეხვედრაზე.