საქართველოში ესტონეთის
ელჩი მარგე
მარდისალუ-კაჰარი
დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლების მიერ
ინგოროყვას კლინიკაში „ტვ
პირველის“ გადამღები
ჯგუფის მონახულებას
ეხმაურება.როგორც მარგე
მარდისალუ-კაჰარი
სოციალურ ქსელ X-ში წერს,
თავისუფალ მედიაზე
თავდასხმა დემოკრატიის
საფუძვლებზე თავდასხმაა
და პასუხისმგებელი პირები
უნდა დაისაჯონ.„გერმანიის,
აშშ-ის, გაერთიანებული
სამეფოს, დანიის, ლატვიის,
შვედეთის, ლიეტუვისა და
ესტონეთის ელჩების
სპონტანური ვიზიტი „ტვ
პირველის“ ორი
ჟურნალისტის
მხარდასაჭერად, რომლებიც
სასტიკი ცემის გამო არიან
ჰოსპიტალიზებულნი.
თავისუფალ მედიაზე
თავდასხმა დემოკრატიის
საფუძვლებზე თავდასხმაა.
პასუხისმგებელი პირები
უნდა დაისაჯონ“, – წერს
მარგე მარდისალუ-კაჰარი.