"ეს ბატონი - ე.წ. ელჩი დარჩება იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენელი" - რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩზე

Primetime.ge 2 თვის წინ 14
"ეს ბატონი - ე.წ. ელჩი დარჩება იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენელი" - რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩზე
მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებას მანიპულაციურს უწოდებს. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის 1 800 000 000-იან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება. "საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "დიფ სთეითმა", შესაძლოა, ევროკავშირი "გაანადგუროს". როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ", – წერს ფიშერი.საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოლდოვა თანხას არა დახმარების სახით, არამედ სესხად იღებს, რის შესახებაც ელჩი არაფერს ამბობს."ეს ბატონი - ე.წ. ელჩი დარჩება იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენელი. ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ "სტანდარტს" დებს. ფაქტობრივად, "ფეიკ" ნიუსების გავრცელებით არის დაკავებული. უნდა, დახმარებად წარმოაჩინოს ის, რაც რისი 90% არის ვალი. თუ ფიქრობს, რომ ეს ვინმემ არ იცის, ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონია საქართველოზე", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია