ევროკავშირის საბჭოს
გადაწყვეტილებას ქართველი
დიპლომატებისა და
ოფიციალური პირებისთვის
უვიზო მიმოსვლის
შეჩერების შესახებ,
ოპოზიცია ეხმაურება.
ხელისუფლების ოპონენტები
ბრიუსელის
გადაწყვეტილების მიღმა
განსხვავებულ მოტივებს
ხედავენ.პარტიის "გახარია
საქართველოსთვის" წევრი,
თეონა აქუბარდია ამბობს,
რომ გადაწყვეტილებს
მიზეზი მხოლოდ მიღებული
კანონები არ არის."მთავარი
საკითხი, რის გამოც ეს
გადაწყვეტილება არის
მიღებული, არის ის, რომ
ივანიშვილმა ზურგი აქცია
ქართველი ხალხის არჩევანს,
ვიყოთ ევროკავშირის
წევრები. ის კანონები,
რომლებიც იყო ევროპულ
კანონმდებლობასთან
წინააღმდეგობაში, დარჩა
წარსულში, იმიტომ, რომ ამას
მოჰყვა რეპრესიები და
მშვიდობიანი
მომიტინგეების წინააღმდეგ
იმ ძალის გამოყენება,
რომელიც არის ნორმა
ავტორიტარულ ქვეყნებში,
მაგრამ არა დემოკრატიულ
ქვეყნებში. შესაბამისად,
რაც არ უნდა ამტკიცოს
პროპაგანდამ, რომ ეს არის
კანონების გამო, ეს არის
იმის გამო, რომ მათ უარი
თქვეს დემოკრატიაზე,
ქვეყნის ევროპულ
მომავალზე", - აცხადებს
თეონა აქუბარდია."ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის"
ერთ-ერთი ლიდერი, ანა
დოლიძე ამბობს, რომ
გადაწყვეტილება ეფუძნება 26
ოქტომბრის არჩევნებს და
შემდგომ განვითარებულ
მოვლენებს."ჩემთვის უკვე
ძალიან გაცვეთილია
მცდელობები. 50
პოლიტპატიმარია და მათ
შორის მზია ამაღლობელი
არის ციხეში. სწორედ
ამასთან დაკავშირებით
არის ეს გადაწყვეტილება
მიღებული. შესაბამისად,
ვისაც უნდა გაიგოს, რაზეა
ევროკავშირის ზომა, ის
გაიგებს. გასაგებია, რომ
"ქართულ ოცნებას",
მიუხედავად იმისა, რომ
ქვეყანა იღუპება, გინდა
პოლიტიკურად, გინდა
ეკონომიკურად, ადარდებს
მთავარი - საკუთარი
სკამების გადარჩენა და
ამისთვის რაღაც საბაბების
მოგონება", - ამბობს ანა
დოლიძე.საბჭოს ოფიციალურ
რელიზში წერია, რომ ეს
გადაწყვეტილება არის
პასუხი "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ"
კანონისა და "ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ" საკანონმდებლო
პაკეტის მიღებაზე.