„ეს არის ამორალური, პროპაგანდისტული მცდელობა“ - თეონა აქუბარდია ბანერების შესახებ

Primetime.ge 2 თვის წინ 148
„ეს არის ამორალური, პროპაგანდისტული მცდელობა“ - თეონა აქუბარდია ბანერების შესახებ
პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა "ქართული ოცნების" ბანერები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დღეს გამოჩნდა. ბანერებზე დატანილია წარწერები "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" და გამოსახულია უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესიები, შენობები, ქუჩები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.ბანერებს ოპოზიციისა და პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიმდინარე კამპანია ამორალურია."ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ეკლესიების სურათები დადონ, რომელიც სრულიად გადაღებილია, დანგრეულია და ქართული იდენტობის წაშლის პირასაა. შემდგომ, შეადარონ სხვა ეკლესიის სურათებს და არა ის რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის ამორალური, პროპაგანდისტული მცდელობა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ანა დოლიძე მიმდინარე კამპანიას ჰიბრიდულ ომს უწოდებს."ჩვენ ხალხს ადარდებს, რომ მთავრობამ ქვეყანაში სასწრაფოდ გაატაროს რეფორმები, რომლებიც აქ შექმნის სამუშაო ადგილებს და შეაჩერებს ქვეყნიდან გაქცევას. ამ პირობებში, ჩვენი საწყალი ხალხი არის მოხვედრილი ჰიბრიდულ, საინფორმაციო ოპერაციაში," - განაცხადა ანა დოლიძემ.ცნობისთვის,  "ქართული ოცნების" ბანერები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დღეს გამოჩნდა. ბანერებზე დატანილია წარწერები "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" და გამოსახულია უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესიები, შენობები, ქუჩები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
სრულად წაიკითხეთ სტატია