ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ვნახეთ - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 60
ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ვნახეთ - შალვა პაპუაშვილი
ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ვნახეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.მისივე თქმით, ისიც ფაქტია, რომ გახარიას გუნდის მთავარი სახეა ზურაბ ადეიშვილის პროკურორი.„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია, ამას ვხედავთ როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში, ძალიან კი არ უნდათ ხოლმე შემდეგ საჯაროდ ამის დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ კოალიციები აქვთ შექმნილი. მეორე, მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობით არის და ვხედავთ რისთვისაც არის. ერთ-ერთი წევრი ყოველდღე გვემუქრება დაჭერით, დაპატიმრებით და მისი ფუნქცია ეს არის. ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, როგორც ჩანს ეს წევრი ამ პარტიის ზის და ინიშნავს ყველას, შემდეგ, როდესაც მათი ოცნებით ხელისუფლებაში მოვლენ, ყველას დაიჭერენ და დააპატიმრებენ. ასე, რომ ეს არის მათი გარკვეული ნირი.ის, რომ ზურაბ ადეიშვილის პროკურორია მთავარი სახე გახარიას გუნდისა, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით ყველას დაჭერას და დაპატიმრებას, ესეც ფაქტია. ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ვნახეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია