როგორც თურქეთის
პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ
ერდოღანმა ქალაქ რიზეში
რამდენიმე დღის წინ
გამართულ პოლიტიკურ
კონგრესზე განაცხადა,
ქვეყნის ხელისუფლება შავი
ზღვის სამხრეთ სანაპიროს
რკინიგზის ქსელით
აღჭურვას
გეგმავს.509-კილომეტრიანი
რკინიგზა, რომელიც
თურქეთის ჩრდილოეთში
მდებარე ქალაქ სამსუნში
დაიწყება, ორდუს, გირესუნს,
ტრაპიზონს, რიზეს და
ართვინს გაივლის და
საქართველოს საზღვართან,
სარფში დასრულდება.
თურქეთის ხელისუფლების
პროგნოზით, რკინიგზით
ყოველწლიურად ათი მილიონი
ადამიანი ისარგებლებს.