2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ დროებით
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილ
ვითარებას და 2008 წლის
აგვისტოს ომის მოვლენებს
განიხილავენ, "ნაციონალური
მოძრაობის" პერიოდში
პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ
ნოღაიდელმა, კომისიის
წინაშე დასმულ კითხვებს
უპასუხა, სადაც მასსა და
ექსპრეზიდენტ მიხელ
სააკაშვილთან შორის
მომხდარი ერთ-ერთი
კონფლიქტის მიზეზი
გაიხსენა.ნოღაიდელის
განცხადებით, 2006 წელს
[ირაკლი] ოქრუაშვილის
გადადგომას მოჰყვა
კონფლიქტი ცხინვალის
რეგიონში, რომელიც იმჟამად
თავდაცვის მინისტრის
პოსტს იკავებდა და
ფაქტობრივად ხელისუფლება
იყო შეიარაღებული
კონფლიქტის ზღვარზე,
რომლის მოგვარებაც
პრეზიდენტთან ჩხუბისა და
დარწმუნების შემდეგ
მოგვარდა."ჩვენ გვქონდა
კამათი განცხადებებზე,
რომლებიც სრულიად
კონტრპროდუქტიული და
არასაჭირო იყო. მაგრამ
ამაზე ბევრად
მნიშვნელოვანი და ღრმა
საკითხებიც იყო. 2006 წელს
ოქრუაშვილის გადადგომას
მოჰყვა ეს კონფლიქტი,
ცხინვალის რეგიონში და
ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით
შეიარაღებული კონფლიქტის
ზღვარზე, რომლის
მოგვარებაც მოხერხდა.
პრეზიდენტთან ჩხუბით
მოგვარდა ეს ამბავი,
დარწმუნებით", - განაცხადა
ზურაბ ნოღაიდელმა.მისივე
თქმით, აღნიშნულ კონფლიქტს
იმიტომ ადარებს 2008 წლის
მოვლენებს, რომ თავიდან
აცილებადი იყო, როგორც ეს 2006
წელს მოხერხდა."ვხედავდი,
რომ მიდიოდა მოძრაობა
სერიოზული
დაძაბულობისკენ, აქ
საუბარია ძალიან
მნიშვნელოვან კონფლიქტზე,
ჩვენ ამ დროს ვიყავით
ზღვარზე, მე იმიტომ ვადარებ
ამ სიტუაციას 2008-თან, რომ ეს
ყველაფერი თავიდან
აცილებადი იყო და მაშინ იმ
კონფლიქტის თავიდან
აცილება მოხერხდა", -
განაცხადა ნოღაიდელმა.