ზეწოლა საქართველოზე
ევროინტეგრაციის თემით
განპირობებულია მხოლოდ და
მხოლოდ ერთი მიზნით, რომ
რამენაირად მიაღწიონ
საქართველოში
ხელისუფლების შეცვლას,
რათა ხელისუფლებაში
დაბრუნდეს აგენტურა,
რომელიც თავიდან ბოლომდე
მართულია უცხოელი
აქტორების მიერ. აი, ამ
აგენტურის დაბრუნების
უმთავრესი მიზანი არის
საქართველოს ჩართვა ომში, -
განაცხადა „დღის
ქრონიკასთან“ „ხალხის
ძალის“ საერთაშორისო
მდივანმა ეკა
სეფაშვილმა.მისი თქმით,
ევროდეპუტატების და ელჩი
ჰერჩინსკის მხრიდან
საზოგადოებას ესმის
არაერთი ცრუ ბრალდება
საქართველოს მისამართით,
რაც მოსახლეობაში
ევროსკეპტიციზმს
ზრდის.„იმდენად იტყუებიან
[ევროკავშირის
წარმომადგენლები], იმდენად
ცრუ ინფორმაციას
ავრცელებენ და იმდენად
აცდენილი არიან რეალობას,
რომ მათი ეს განცხადებები,
მათი ეს თავგანწირული
მცდელობა, რომ საქართველო
ისე წარმოაჩინონ, თითქოს აქ
დემოკრატიული უკუსვლაა და
ა.შ. იმდენად ბევრ ტყუილის
იძახიან, რომ საქართველოს
მოსახლეობისათვის ეს
ნიშნავს ევროკავშირის
მიმართ ნდობის დაკარგვას
და სწორედ
ევროსკეპტიციზმის ზრდას
ვხედავთ ჩვენ ამ ბოლო
პერიოდში.ბოლო პერიოდის
გამოკვლევამ აჩვენა, რომ
17%-ით შემცირდა საქართველოს
მოსახლეობის ნდობა
ევროინტეგრაციისადმი და
ზოგადად
ევროკავშირისადმი, რაც
ჩემი აზრით არის ძალიან
ცუდი და ეს არის სწორედ
შედეგი იმ უპასუხისმგებლო
განცხადებებისა, იმ
პოლიტიკოსების
განცხადებებისა,
ევროკომისიის
ბიუროკრატიის იმ არასწორი
პოლიტიკისა საქართველოს
მიმართ, რაც ამ ბოლო
პერიოდში ტარდება. ზეწოლა
საქართველოზე
ევროინტეგრაციის თემით
განპირობებულია მხოლოდ და
მხოლოდ ერთი მიზნით, რომ
რამენაირად მიაღწიონ
საქართველოში
ხელისუფლების შეცვლას,
რათა ხელისუფლებაში
დაბრუნდეს აგენტურა,
რომელიც თავიდან ბოლომდე
მართულია უცხოელი
აქტორების მიერ. აი, ამ
აგენტურის დაბრუნების
უმთავრესი მიზანი არის
საქართველოს ჩართვა ომში.
ეს არის მათი უპირველესი
მიზანი და
ევროსკეპტიციზმის ზრდა
სწორედ აქედან
გამომდინარეობს. ამ მიზნის
მისაღწევად ისინი
იყენებენ ყველა მეთოდს,
ყველა საშუალებას და ამ
მეთოდებში და
საშუალებებში ყველაზე
მნიშვნელოვანი არის, რომ ეს
ყველა მეთოდი და ყველა
საშუალება არის ტყუილზე და
ცრუ ინფორმაციაზე აგებული,
რასაც ქართველი ხალხი
ძალიან კარგად ხედავს“, -
განაცხადა ეკა
სეფაშვილმა.„ხალხის
ძალამ“ დღეს ვრცელი წერილი
გამოაქვეყნა, რითაც გაზეთ
„ბათუმელებთან“
ევროკავშირის ელჩის პაველ
ჰერჩინსკის ინტერვიუს
გამოეხმაურა. წერილში
აღნიშნულია, რომ პაველ
ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“,
ანუ გლობალური ომის
პარტიის წარმომადგენელია,
რომლის მთავარი ამოცანა
სუვერენული მთავრობისთვის
პრობლემების შექმნა და
„დიფ სთეითის“ აგენტების
ხელისუფლებაში დაბრუნების
ხელშეწყობაა.