ევროკავშირი ფართოდ
გავრცელებული დაშინების,
პოლიტიკური დევნის,
წამებისა და მოქალაქეების
მიმართ სასტიკი მოპყრობის
შეწყვეტას მოითხოვს, - ამის
შესახებ განცხადებას
ევროკავშირის პრესსპიკერი
ანიტა ჰიპერი აკეთებს,
რითაც საქართველოში
განვითარებულ მოვლენებს
ეხმაურება.როგორც
ევროკავშირის პრესსპიკერი
აღნიშნავს, ყველა
განცხადება წამებისა და
სასტიკი მოპყრობის
შესახებ სარწმუნოდ უნდა
იყოს
გამოძიებული.მოვუწოდებთ
„ქართულ ოცნებას“
დეესკალაციისკენ, რომ
დაასრულოს ეს ვითარება,
რომელიც საქართველოს
მოსახლეობას ძალიან დიდ
ფასად უჯდება. ძალადობა არ
არის პასუხი საპროტესტო
აქციების მონაწილეების
მოთხოვნებზე საქართველოს
დემოკრატიულ და ევროპულ
მომავალთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სწორედ
„ქართული ოცნების“
მოქმედების კურსმა
ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესის
დე ფაქტო შეჩერება
გამოიწვია. დემოკრატიის
განუწყვეტელმა უკუსვლამ
და საქართველოს
ხელისუფლების მიერ ბოლო
დროს გამოყენებულმა
რეპრესიულმა საშუალებებმა
ჩვენს ორმხრივ
ურთიერთობებზე გავლენა
იქონია. ევროკავშირი
დამატებით ზომებს
განიხილავს 16 დეკემბერს,
ევროკავშირის ქვეყნების
საგარეო საქმეთა
მინისტრების მომავალ
შეხვედრაზე. ევროკავშირი
საქართველოს მოსახლეობას
და მის დემოკრატიულ და
ევროპულ მისწრაფებებს
სოლიდარობას
უცხადებს.თარგმანს
სააგენტო ინტერპრესნიუსი
ავრცელებს