ევროკავშირი რუსეთის პარტნიორ ჩინურ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს

News.ge 3 კვირის წინ 32
ევროკავშირი რუსეთის პარტნიორ ჩინურ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი სტრატეგიული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ და მიმწოდებელ ჩინურ კომპანიებს მალე სანქციებს დაუწესებს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომში ჩინური კომპანიების მხრიდან ს მხარდაჭერაა. ევროპული მხარე ასევე განიხილავს დამატებითი სანქციების დაწესებას 45-ზე მეტი რუსული ნავთობგადამზიდი გემის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება G7-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ კვირაში გასაჯაროვდება, მას შემდეგ რაც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს იტალიაში შეხვდებიან. სანქციათა ახალი პაკეტი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს იმ კომპანიის მფლობელის წინააღმდეგ, რომელმაც ევროკავშირის სავაჭრო შეზღუდვები დაარღვია. კერძოდ, საუბარია ჰონკონგურ კომპანიაზე, რომელიც რუსეთს აკრძალულ მიკროელექტრონულ ტექნიკას აწვდის. ასევე, შეზღუდვები დაუწესდება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს.
ახალი სანქციების პაკეტი 50-ზე მეტი ფიზიკური და 30-მდე იურიდიული პირის დასანქცირებას ითვალისწინებს, კერძოდ, მათი აქტივების გაყინვას და სასაზღვრო შეზღუდვებს. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სიაში შედის: რუსული, სერბული, ირანული, ინდური, ტაილანდური, არაბული, ჩინური და ჰონკონგური კომპანიები. ევროკავშირი ასევე განიხილავს უკან დახევის მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ცენტრალურ დეპოზიტარიუმებს განბლოკონ ნაწილი იმ თანხებისა, რომლებიც მათ მიერ ინახებოდა, რუსეთის სასამართლო პროცესების გამკაცრების ფონზე.

სრულად წაიკითხეთ სტატია