ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაცვას ყველასთვის, ყველგან - „შენი უფლებები, შენი მომავალი, ახლა და ყოველთვის“ - კაია კალასი

Primetime.ge 2 კვირის წინ 10
ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაცვას ყველასთვის, ყველგან - „შენი უფლებები, შენი მომავალი, ახლა და ყოველთვის“ - კაია კალასი
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემის, დაცვისა და განხორციელების მიმართ ყველასთვის, ყველგან, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.კალასის თქმით, ადამიანის უფლებები არის კანონიერი, მორალური და მოქმედი გარანტიები, კაცობრიობისთვის უნივერსალური.„წლევანდელი თემა – „ჩვენი უფლებები, ჩვენი მომავალი, ახლავე“ ხაზს უსვამს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას სამართლიანი, მედეგი და მდგრადი მომავლისთვის, არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა. ადამიანის უფლებები არის კანონიერი, მორალური და მოქმედი გარანტიები, კაცობრიობისთვის უნივერსალური. ისინი აუცილებელია ადამიანის ღირსების, თანასწორობის, დემოკრატიის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის. მშვიდობა და კეთილდღეობა, ისევე როგორც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევა კანონის უზენაესობისა და ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემასთან თანმხვედრია.ახლა, როგორც არასდროს, ვუპირისპირდებით შეიარაღებულ კონფლიქტებს, ჰუმანიტარულ კრიზისებს, კლიმატის კატასტროფებს, დაუსჯელობას, მზარდ უთანასწორობას და, ძალიან ბევრგან, მუდმივ გენდერულ უთანასწორობას. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, სადაც საფუძველში ადამიანის უფლებებია, შეუცვლელი რჩება. რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, სუდანში და სხვაგან, აქვს საშინელი შედეგები მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობისთვის, ეს განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს ეხებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობა არ არის, ის მოითხოვს ყოველდღიურ მუშაობას, მუდმივ ერთგულებას და ადამიანის უფლებების, თანასწორობის, დისკრიმინაციის თავიდან აცილების, სამართლიანობისა და დემოკრატიის ადვოკატირებას.„ადამიანის უფლებები არსებითია ყველგან და ნებისმიერ დროს, მათ შორის კონფლიქტის ან კრიზისის პირობებში. მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის უფლებების მიმართ დაუღალავი ერთგულების, გლობალურ აქტორებს შორის თანამშრომლობის, ახალგაზრდების, როგორც ცვლილების გამტარების გაძლიერების და პრაქტიკული მხარდაჭერის საშუალებით, რათა თითოეულმა ინდივიდმა საკუთარი უფლებების რეალიზება შეძლოს. ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს ადამიანის უფლებათა დამცველებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს და მედიის მუშაკებს, ისევე როგორც ყველას, ვინც მშვიდობის, სიმართლის, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.მტკიცედ ერთგული გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიმართ და „მომავლის პაქტისგან“ მიღებული ახალი იმპულსით, ევროკავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს  ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები დაიცვან და შეასრულონ. როდესაც ჩვენ ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ევროკავშირი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეერთების ერთგული რჩება.ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაცვას ყველასთვის, ყველგან – „შენი უფლებები, შენი მომავალი, ახლა და ყოველთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია