2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელმა
პარლამენტის დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ
დღევანდელ სხდომაზე ექვსი
პირი გამოჰკითხა.2012-2025
წლებში ზოგიერთი
პოლიტიკოსის მიერ
საქართველოს საგარეო
პოლიტიკური
ინტერესებისთვის ზიანის
მიყენების საკითხზე,
კომისიის სხდომას
ნიუ-იორკიდან გაერო-ში
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენელი დავით
ბაქრაძე ჩაერთო.როგორც
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, 2015
წლის ბოლოს, როცა ის
ევროპულ და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი იყო, საქართველოს
ხელისუფლება
ვიზალიბერალიზაციის
მისაღებად აქტიურად
მუშაობდა. მისივე თქმით,
სწორედ ამ პერიოდში
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ პარტიის
წევრები თვეების
განმავლობაში დადიოდნენ
და შეხვედრებისას
საქართველოსთვის უვიზო
მიმოსვლის მინიჭებას
ეწინააღმდეგებოდნენ.დავით
ბაქრაძის განცხადებით,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
„ქართულ ოცნებასთან“
დაპირისპირების
ინსტრუმენტად აქცია
ქვეყნისა და მოსახლეობის
გეოსტრატეგიული
მისწრაფებები.როგორც მან
აღნიშნა, 2016 წლის მარტში,
„ნაციონალური მოძრაობის“
პარტნიორი პარტიის,
„ევროპის სახალხო
პარტიის“ ხელმძღვანელმა
ჯოზეფ დაულიმ განაცხადა,
რომ პარტია
საქართველოსთან
ვიზალიბერალიზაციას მხარს
უჭერდა, თუმცა, ეს პროცესი
უნდა გადადებულიყო.მისივე
თქმით, ამ განცხადების
შემდეგ, ჟოზეფ დაულის
საქართველოში ვიზიტი
შედგა, რა დროსაც მან
შეხვედრა არა მარტო
„ნაციონალურ მოძრაობაში“
გამართა, არამედ იმ დროს
მსჯავრდებულ
„ნაცმოძრაობის“ წევრებს -
მერაბიშვილს, ახალაიას და
უგულავას შეხვდა.დავით
ბაქრაძის თქმით,
„ნაციონალური მოძრაობის“
პარტნიორი პარტიის
მხრიდან საქართველოსთვის
უვიზო მიმოსვლის
მინიჭების გადადების
შესახებ გაკეთებული
განცხადებებიდან
იკვეთებოდა, რომ
ვიზალიბერალიზაციის
მიღება წინასაარჩევნოდ
„ქართული ოცნების“
პოზიციებს განამტკიცებდა
და სწორედ ამიტომ სურდათ ამ
პროცესის გადადება.მისივე
თქმით, ამ ვიზიტიდან ორ
კვირაში, 2016 წლის 14 აპრილს,
ასოცირების კომიტეტის
შეხვედრა გაიმართა, სადაც
მიღებული იქნა
გადაწყვეტილება/რეკომენდაცია
საქართველოსთვის
ევროპასთან უვიზო
მიმოსვლის მიღების
თაობაზე, რასაც
„ნაციონალური მოძრაობის“
ორმა წევრმა - გიორგი
კანდელაკმა და ტარიელ
ლონდარიძემ მხარი არ
დაუჭირეს.დავით ბაქრაძემ
ასევე ისაუბრა 2016 წლის
ბოლოდან, ამერიკის
შეერთებულ შტატებში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
თანამდებობაზე
საქმიანობის
პერიოდზე.მისი თქმით,
საელჩოს მიზანს
წარმოადგენდა ამერიკის
შეერთებულ შტატებში
არჩევნების შედეგად
მოსული დონალდ ტრამპის
ახალი ხელისუფლების
პირობებში ორ ქვეყანას
შორის არსებული
სტრატეგიული პარტნიორობის
გაძლიერება. როგორც მან
აღნიშნა, ამის პარალელურად,
საელჩოს ძალისხმევის და
რესურსის ნაწილი ამერიკის
პოლიტიკურ ელიტაში
შექმნილი არასწორი
აღქმების განეიტრალებას,
დეზინფორმაციასთან
ბრძოლას და სწორი და
ობიექტური წარმოდგენის
შექმნას ეთმობოდა.„წლიდან
წლამდე სხვადასხვა
საშუალებებით -
შეხვედრებით,
განსაკუთრებით ლობისტური
საქმიანობით,
„ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენლებს
ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებთან დაკავშირებით
აშშ-ში რადიკალურად
განსხვავებული პოზიციები
მიჰქონდათ და ჩვენ ამასთან
დაპირისპირება გვიწევდა“, -
განაცხადა დავით
ბაქრაძემ.მისივე თქმით,
მისი ელჩად მუშაობის
პერიოდში „ნაციონალურ
მოძრაობას“ 5-6 კონტრაქტი
ჰქონდათ ლობისტებთან
გაფორმებული, რაც საელჩოსა
და ზოგადად, სახელმწიფოს
ფუნქციონირებას
ართულებდა.როგორც დავით
ბაქრაძემ აღნიშნა, საელჩოს
არა მარტო „ნაციონალური
მოძრაობის“, არამედ
არასამთავრობო
ორგანიზაციების -
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“,
„საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის“ და
„სამართლიანი არჩევნებისა
და დემოკრატიის
საერთაშორისო
საზოგადოების“ ( ISFED)
პოზიციების გაბათილებაც
უწევდა.კომისიას, 2008 წელს
პაატა ქარდავას
მკვლელობის საქმეზე,
ახსნა-განმარტება მისმა
შვილმა ქრისტინე ქარდავამ
და მეუღლემ, ელისო
სართანიამ მისცეს.როგორც
ქრისტინე ქარდავამ
განაცხადა, 2008 წლის 27
აგვისტოს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს
დაზვერვის დეპარტამენტის
ოფიცერი პაატა ქარდავა
ზუგდიდიდან გაიტაცეს და
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის აფხაზეთის
მთავარი სამმართველოს
უფროსს, რომან შამათავას
გადასცეს.მისივე თქმით,
რომან შამათავა „აბსურდის
აღიარების მოთხოვნით“
პაატა ქარდავას ფიზიკურად
გაუსწორდა, შემდეგ ბათუმში,
ნავით ზღვაში გაიყვანა,
მოკლა, ცხედარს ბეტონის
ფილები მიამაგრა და ზღვაში
ჩაუშვა.ქრისტინე ქარდავას
განცხადებით, ოჯახმა
ხელისუფლების შეცლამდე
მომხდარის შესახებ
არაფერი იცოდა. მისივე
თქმით, მათ ეუბნებოდნენ,
რომ პაატა ქარდავა
აფხაზეთში იყო გადასული და
ამ ვერსიის გასამყარებლად
ქარდავას სარგებლობაში
არსებული ავტომანქანა,
სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო პოლიციის
თანამშრომლებმა, კვალის
არევის მიზნით, ზუგდიდის
რაიონის სოფელ ხურჩაში
დატოვეს.მისივე თქმით,
დახმარებისთვის მათ ყოფილ
პრეზიდენტს, სააკაშვილსაც
მიმართეს, თუმცა
უშედეგოდ.ქრისტინე
ქარდავას მოსაზრებით,
პაატა ქარდავას მხოლოდ
იმიტომ გაუსწორდნენ, რომ
მან, მისი საქმიანობიდან
გამომდინარე, სავარაუდოდ,
„რაღაც იცოდა“.2003-2012 წლებში
საკუთრების უფლების
შელახვის ფაქტებზე
კომისიას
ახსნა-განმარტება ვაჟა
მანიამ, თორნიკე ნიორაძემ
და ვალტერ შაკაიამ
მისცეს.მათ დეტალურად
ისაუბრეს 2006 წელს რიყის
ტერიტორიაზე არსებული
სამი რესტორნისა და 2008 წელს
დედაენის ბაღში მდებარე
რესტორნის წართმევის
ფაქტებზე, ამ პროცესში
სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებების ჩართულობაზე და
ქონების მესაკუთრეთა და
მათი ოჯახის წევრებზე
განხორციელებულ
ზეწოლაზე.კომისიის
დღევანდელ სხდომაზე ასევე
მოწვეული იყო გიორგი
გახარია, რომელსაც
ახსნა-განმარტება, მათ
შორის, სოფელ ჩორჩანასთან
საგუშაგოს განთავსების
საკითხზე უნდა მიეცა, თუმცა
საზღვარგარეთ ყოფნის გამო,
იგი სხდომაზე არ
გამოცხადდა. კომისიის
წევრების
გადაწყვეტილებით, გიორგი
გახარიას გონივრული ვადა
მიეცა იმისთვის, რომ 2
ივლისს, საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
გამოცხადდეს.პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა 25
ივნისს გაიმართება.