პარლამენტში დღეს
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა
გაიმართება. სხდომაზე
დიმიტრი სანაკოევი 2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებაზე
ისაუბრებს. მმართველი
გუნდში აცხადებენ, რომ
საგამოძიებო კომისიაზე
გამჟღავნდება
"ნაციონალური მოძრაობის"
რეჟიმის ქმედებები."ჩვენ
გვექნება მორიგი სხდომა,
სადაც იქნება დიმიტრი
სანაკოევი,
ახსნა-განმარტებებს
მისცემს კომისიას.
გვექნება კითხვები მასთან
იმ წლებთან დაკავშირებით,
როდესაც ის მოღვაწეობდა
საჯარო სექტორში.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ
კომისიის დასკვნაში
იქნება საჭიროზე მეტი
მასალა იმისთვის, რომ
შემდგომში პროცესები
წავიდეს სწორედ
"ნაციონალური მოძრაობის"
როგორც რეჟიმის
შესაფასებლად", - აცხადებს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
წევრი გურამ მაჭარაშვილი.