დიფ სთეითის“ დამარცხება
ანუ არაფორმალური
მმართველობის დამარცხება
აშშ-ში იქნება ტრამპის
უმთავრესი ამოცანა, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილემ
სოზარ სუბარმა.მისი თქმით,
დონალდ ტრამპი აშშ-ში ამ
პრობლემის დამარცხებას
პრეზიდენტად პირველად
არჩევის დროსაც ცდილობდა
თუმცა მაშინ ეს ვერ შეძლოა,
ახლა კი მისი
ადმინისტრაციის მთავარი
გამოწვევა სწორედ „დიფ
სთეითთან“ ბრძოლა
იქნება.„არაფორმალურ
მმართველობას აშშ-ში
დონალდ ტრამპმა, ჯერ კიდევ
პირველი პრეზიდენტობის
დროს გამოუცხადა ბრძოლა
თუმცა მაშინ პრაქტიკულად
დამარცხდა ამ ბრძოლაში.
იმიტომ, რომ მთელი 4 წელი მან
ისე გაატარა, რომ ერთი
იმპიჩმენტის
პროცედურიდან, მეორე
იმპიჩმენტის პროცედურაზე
გადადიოდა და ვერ მოიცალა
იმისთვის, რომ მიხედა
მართლა ამ არარჩეული
ადამიანების
მმართველობისთვის,
რომლებიც გავლენას
ახდენენ აშშ-ს როგორც შიდა
ისე განსაკუთრებით
საგარეო პოლიტიკაზე. ახლა,
გამარჯვების შემდეგ, ის
განსაკუთრებით მტკიცედ
მიუდგა ამ საკითხს და მისი
გუნდის წევრები ერთხმად
აცხადებენ, რომ „დიფ
სთეითის“ დამარცხება ანუ
არაფორმალური
მმართველობის დამარცხება
აშშ-ში იქნება მათი
უმთავრესი ამოცანა“-
განაცხადა სოზარ სუბარმა.