2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, 2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებასთან
დაკავშირებით, სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში
დიმიტრი სანაკოევი
საუბრობს.კომისიის
თავმჯდომარის, თეა
წულუკიანის კითხვაზე, თუ
სად ნახა მერაბიშვილი
გორში, სანაკოევმა
განაცხადა, რომ „სადღაც
სამხედრო ნაწილის შტაბში
იყო“.მისივე თქმით, ვანო
მერაბიშვილთან ერთად
იმყოფებოდა შინაგან
საქმეთა მინისტრი და
თავდაცვის მინისტრი,
რომლებსაც
გადაწყვეტილებების მიღება
უჭირდათ. „[მასთან ერთად]
ორივე მინისტრი იყო-
შინაგან საქმეთა მინისტრი
და თავდაცვის მინისტრი. მათ
გარშემო იყვნენ ოფიცრები,
გენერლები, ხალხი,
თბილისიდან ჩამოსული.
[კეზერაშვილთან] კავშირიც
არ მქონდა. უბრალოდ იქ
ვნახე კაცი, რომელიც
არაადეკვატური იყო. მშვიდი
არ იყო. გადაწყვეტილების
მიღებაზე ძალიან
ნერვიულობდნენ, უჭირდათ“.-
განაცხადა სანაკოევმა.