დიდი დანაშაული იქნება
საკუთარი ქვეყნის წინაშე,
თუ ვინმე შეიტანს
განაცხადს, რომ ამ რუსული
რეჟიმის მცველად
გაფორმებულ პოლიციაში
დაიწყოს მუშაობა, – ამის
შესახებ კოალიცია „ძლიერი
საქართველოს“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, სალომე
სამადაშვილმა
განაცხადა.მისი შეფასებით,
ეს არის სახელმწიფოს
ღალატი.„მინდა, მედიის
მეშვეობით მოვუწოდო
ყველას, ძალიან დიდი
დანაშაული იქნება
საკუთარი ქვეყნის წინაშე,
თუ ვინმე შეიტანს
განაცხადს, რომ ამ რუსული
რეჟიმის მცველად
გაფორმებულ პოლიციაში
დაიწყოს მუშაობა.
განცხადებით ვინც
მიმართავთ შესაბამის
ორგანოებს, მიმართავთ
ვლადიმერ პუტინს, რომ
მიგიღოთ საკუთარ
სამსახურში. ეს არის
რეალობა, რომელშიც ჩვენი
ქვეყანაა, სანამ ჩვენ
ვცხოვრობთ რუსული
საოკუპაციო,
არალეგიტიმური რეჟიმის
ქვეშ. ამიტომ ვურჩევდი
ყველას, რომ მსგავსი
განცხადება ამ რეჟიმის
სამსახურში შეტანასთან
დაკავშირებით არ გაკეთდეს.
პირდაპირ ვიტყვი, ეს არის
სახელმწიფოს ღალატი“, –
განაცხადა
სამადაშვილმა.კანონპროექტის
მიხედვით, შინაგან საქმეთა
მინისტრს უფლებამოსილება
ექნება, პოლიციაში
სამუშაოდ პირი სპეციალური
კონკურსის გარეშე მიიღოს.
„პოლიციის შესახებ“
კანონში დაგეგმილი
ცვლილებების მიხედვით, შს
მინისტრს შეეძლება,
საკუთარი ბრძანებით,
კონკურსის გარეშე
პოლიციაში მიღების წესი და
პირობებიც განსაზღვროს.