საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით, დიდთოვლობამ
გზების გარკვეულ
მონაკვეთებზე პრობლემები
შექმნა და გადაადგილება
შეიზღუდა."დიდთოვლობის
გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის
საავტომობილო გზის კმ31-კმ63
(ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე
აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. საავტომობილო
გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე, აკრძალულია
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, კმ141-კმ184
(მესტია-უშგული) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი
და
ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის
მოძრაობა. ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ140
(ზუგდიდი-მესტია)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი)
მონაკვეთზე,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის
გზაზე და
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ52
(გომი-სავანე) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი
და
ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია", -
აღნიშნულია დეპარტამენტის
ინფორმაციაში.