დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს და იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას

News.ge 2 თვის წინ 82
დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს და იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას

„მოლოდინი იმის, რომ ს შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს წაგებულად მიიჩნევს და დესტრუქციისთვის ემზადება.
„მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია. თუ გადავხედავთ „დაუძინებელი მეგობრების“ მზაობას და ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესებში, გარე თუ შიდა აქტორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, და სხვები, ვნახავთ, რომ ისინი არჩევნებში თავს უკვე წაგებულად თვლიან და შეგუებულებიც არიან ამას.
ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად დესტრუქცია რჩებათ. დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან, დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს, იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას და გარკვეულ თანამდებობებს.
რადიკალური ოპოზიციის აქტივში შექმნილია რევოლუციური განწყობა. გავიხსენოთ პიტერ აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და აღიარა, რომ ატარებდა ტრენინგებს, რომელსაც ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიები და ენჯეოები
. მთავარია, რომ საზოგადოება დესტრუქციულ მოქმედებებში რადიკალებს და „დაუძინებელ მეგობრებს“ მხარს არ უბამს. ეჭვი არ მეპარება, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მზად არიან, დაცული იყოს ყველას უფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია