დენიელ დრეზნერი: „რესპუბლიკური პარტია“ ახლა კონგრესს მართავს, სენატში „რესპუბლიკელთა“ მანდატების რაოდენობა დონალდ ტრამპს მისცემს საშუალებას ვინც უნდა ის დანიშნოს წამყვან თანამდებობაზე როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით

Primetime.ge 8 თვის წინ 35
დენიელ დრეზნერი: „რესპუბლიკური პარტია“ ახლა კონგრესს მართავს, სენატში „რესპუბლიკელთა“ მანდატების რაოდენობა დონალდ ტრამპს მისცემს საშუალებას ვინც უნდა ის დანიშნოს წამყვან თანამდებობაზე როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით
„რესპუბლიკური პარტია“ ახლა კონგრესს მართავს, სენატში „რესპუბლიკელთა“ მანდატების რაოდენობა დონალდ ტრამპს მისცემს საშუალებას ვინც უნდა ის დანიშნოს წამყვან თანამდებობაზე როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში ფლეტჩერის იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებლის პროფესორმა, ბრუკინგის ინსტიტუტის მკვლევარმა დენიელ დრეზნერიმ.ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა: „სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შევაფასებდით გადაჭარბებულად მასშტაბს იმ ცვლილებისა, რომელსაც ვხედავთ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვგულისხმობ ასევე ცვლილებებს საერთაშორისო სისტემაში. თქვენი თეორიის თანახმად, საერთაშორისო სისტემაში ცვლილებები ყოველ 20, 30, 40 წელიწადში ერთხელ ხდება. ახლა კი სწორედ ასეთი ცვლილების მომსწრენი ვართ. გათვალისწინებით ამისა გკითხავთ, თუ რას ფიქრობთ ერთ პოლარული სამყაროდან მრავალ პოლარულ სამყაროზე გადასვლის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ კოლეგას, მონიკა ტუფსაც აქვს წიგნი გამოცემული, ეს შესანიშნავი ანალიზის მაგალითია. თქვენი აზრით, რა ბედი ელის ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, მის როლს საერთაშორისო სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს ვგულისხმობ“.თავის მხრივ, დენიელ დრეზნერიმ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უკავშირდება დონალდ ტრამპის მიერ არამარტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, არამედ ასევე ამ გამარჯვების დამაჯერებელ ხასიათს.„დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვა არავისთვის გახლავთ საიდუმლო. მას რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი აქვს. პირველ რიგში, მას სჯერა რომ ვაშინგტონის მიერ შექმნილი საერთაშორისო ლიბერალური დღის წესრიგი იქცა სხვა სახელმწიფოების ხელში იარაღად ამერიკის შეერთებული შტატებისვე წინააღმდეგ, პირველ რიგში კი ეკონომიკური თვალსაზრისით. ტრამპი სწორედ ასე ხსნის სავაჭრო დეფიციტს, ის ასე ხსნის სხვა სახელმწიფოების ვაშინგტონთან შედარებით წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებას. ამავე დროს დონალდ ტრამპს აქვს საკმაოდ ურთიერთგაცვლითი, გნებავთ ტრანზაქციული შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მას ხელშეკრულებების დადება მოსწონს. მას ერთი შეხედვით განყენებულ საკითხთა ერთობლიობის და ურთიერთკავშირის სჯერა. მას უპირველეს ყოვლისა ის შეთანხმებები აინტერესებს, რომლებიც ვაშინგტონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანენ. ამ მიზნით ის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან სახელმწიფოს გამდიდრების სახელით რიგი საკითხები ეკონომიკურ სარგებელს შესწიროს. ტრამპის შემდეგი დებულება კი გახლავთ მისი მრწამსი, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკის თეორიაში „შეშლილის თეორიასაც” უწოდებენ. ეს გულისხმობს რომ დონალდ ტრამპს სჯერა მუქარის, ის ისაუბრებს აქამდე არნახულ სანქციებზე, ძალაუფლების სხვადასხვა თავისებურებებზე, სხვა სახელმწიფოების იძულებაზე, გაუწიონ მას ანგარიში. რაც შეეხება რუსეთს, ეს საკითხი შესაძლოა ტრამპისეულ საგარეო პოლიტიკურ ხედვაში მეოთხე დებულებად ჩამოვაყალიბოთ. სხვა სიტყვებით - რთულია ვთქვა, მას შურს ავტორიტარული მმართველების, ტრამპი პოპულისტია, პოპულისტები კი განსაკუთრებული სკეპტიციზმით უყურებენ დემოკრატიული ურთიერთვალდებულებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთკონტროლის პრინციპს. პოპულისტებს მიაჩნიათ რომ მმართველობის ეს დემოკრატიული პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ ელიტების მიერ სისტემის კორუფციის მარწუხებში მოქცევის მიზნითაა შემუშავებული. ტრამპს სურს, რომ პრეზიდენტის რანგში ბრძანოს და აღასრულონ, კონგრესთან ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე, ყოველგვარი რეგულაციებითა და კანონებით შებოჭვის გარეშე. ავტორიტარულ სისტემებში მას ყველაზე მეტად შურს ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის, მისი აზრით ეს ორი ფიგურა სახელმწიფოს მართვისას გაცილებით ნაკლებ შეზღუდვას აწყდებიან. პირველი საპრეზიდენტო მანდატისას დონალდ ტრამპი შეეცადა მოსკოვთან ურთიერთობების დათბობას. სხვათა შორის, ამ მიმართულებით მას ყველაზე მეტად სწორედ მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი უშლიდა ხელს. ამ გუნდში იყვნენ არამხოლოდ ტრამპის ხედვის გამზიარებლები, არამედ ასევე კლასიკური რესპუბლიკელები რომლებიც როგორც წესი რუსეთის ფედერაციას და მის ნაბიჯებს უფრო ეჭვის თვალით უყურებენ. ამ ადმინისტრაციაში კი უკვე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ იმ ადამიანებს, ვის ერთგულებაშიც ტრამპს ეჭვი ეპარება. ამასთან, დონალდ ტრამპი გაცილებით ნაკლებად შებოჭილი იქნება რუსეთთან დაახლოების მცდელობებში და მას მიაჩნია, რომ გააჩნია უკრაინაზე ზემოქმედების გადამწყვეტი ბერკეტი სამხედრო და კიდევ სხვა დახმარების მიწოდების შეწყვეტა/არშეწყვეტის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დენიელ დრეზნერიმ.ინტერვიუს დასაწყისში ლაშა კასრაძემ დენიელ დრეზნერი მაყურებელს წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სტუმარია.„გულახდილად გეტყვით, რომ განსაკუთრებული პატივია „იმედის“ ეთერში ეს ინტერვიუ, ვინაიდან „ფლეტჩერის“ სასწავლებელი ჩემი ალმა მატერია. გამომდინარე აქედან, პროფესორთან, დენიელ დრეზნერთან ინტერვიუ ჩემთვის პირადი დატვირთვის მატარებელი მოვლენაც გახლავთ. დენიელ დრეზნერი გახლავთ საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი, ასევე უფროსი მკვლევარი „ჩიკაგოს საერთაშორისო საკითხთა საბჭოში”, „ფლეტჩერის“ იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებელში, რუსეთისა და ევრაზიის შემსწავლელი პროგრამის თანადირექტორი. ის წარსულში ასწავლიდა ჩიკაგოსა და კოლორადო ბოულდერის უნივერსიტეტებში, ასევე რანდის კორპორაციაში ეკავა სამოქალაქო განათლების მიმართულებით სხვადასხვა თანამდებობები. პროფესორი დენიელ დრეზნერი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში, იგივე ფინანსთა სამინისტროში. პროფესორს აქვს თანამშრომლობის გამოცდილება „ამერიკის შეერთებული შტატების გერმანულ მარშალის ფონდში”, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა” და ჰარვარდის სასწავლებელში. ბატონი დრეზნერი გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორიც, მათ შორის წიგნებისა სახელწოდებით, „პოლიტიკა გლობალურია” და „საერთაშორისო პოლიტიკისა და ზომბების თეორიების შესახებ”, პირადად ჩემთვის მისი საყვარელი ნაშრომია „იდეათა ინდუსტრია”. მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული“, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია