დეკანოიძე PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: პარტნიორების მხრიდან იყო მძიმე შეფასებები

News.ge 2 თვის წინ 72
დეკანოიძე PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: პარტნიორების მხრიდან იყო მძიმე შეფასებები

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით არიან ჩამოსულები.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე პარტნიორებმა მძიმე შეფასებები გააკეთეს. მისი თქმით, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ზეწოლას, რუსული გავლენის გააქტიურებას – “მაშინ საქართველო გახდება შემდგომი ბელარუსი”.

“შეფასებები იყო ძალიან მძიმე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული პრობლემები და ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ და ქართული ოცნება გააგრძელებს ზუსტად იმ მდგომარეობას, სერიოზულ ზეწოლას და პრაქტიკულად, რუსული გავლენის გააქტიურებას, მაშინ საქართველო გახდება შემდგომი ბელარუსი. ეს იყო პირდაპირი სიტყვები, რომელიც დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
PACE-ს დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით გუშინ, 23 სექტემბერს ჩამოვიდა. PACE-ს ვიზიტი საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად დაიგეგმა.
ამასთან, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, ეროვნული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, ასევე, კომუნიკაციების კომისიას და ანტიკორუფციულ ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია