დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად, სასიკეთოდ და ლამაზად შეიძლება გააკეთონ რამე

Primetime.ge 2 კვირის წინ 18
დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად, სასიკეთოდ და ლამაზად შეიძლება გააკეთონ რამე
უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად შეიძლება სასიკეთოდ და ლამაზად გააკეთონ რამე. გვერდზე არის ნაძვის ხე, აქეთ არის კუბო, რა მოგაქვს, ისედაც რამდენი ტრაგედიაა ირგვლივ, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.„ლანძღვა - გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები. „თქვენ აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა და ლოცავდეთ მათ“ და შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას.ქრისტიანობა რას გეუბნება - ადამიანის სიყვარულს, სხვა არაფერს. იმ სიყვარულში ის ადამიანი, ვისაც შენ რამეს უსურვებ და ვისაც შენ ნახევარ საქართველოს თუ მეტს დებ კუბოში, იმათ სიცოცხლეში მოყვანა, ქრისტეს სიყვარულით მოხდა“, - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა). 
სრულად წაიკითხეთ სტატია